ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მასწავლებლებს მასწავლებლის დღე მიულოცათარგმანი

ძვირფასო მასწავლებლებო, განმანათლებლებო, ყველას, ვინც თავი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის განმანათლებლობისა და აღზრდის კეთილშობილ საქმეს!
გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს. თქვენი შრომა არ არის მხოლოდ პროფესია, არამედ მაღალი და თავგანწირული სამსახური. თქვენ ქმნით ხალხის სულს, უყრით მორალურ საფუძველს ბავშვების გულებში, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი მშობლიური ქვეყნის მომავალი.
ბელორუსის მიწა ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს სცემდა საგანმანათლებლო საქმიანობას და ამაში ჩვენ შთაგონებული ვართ ჩვენი ზეციური მფარველების მაგალითებით. ღირსი ევფროსინე პოლოცკელი და წმინდა კირილე ტუროველი ჩვენთვის ყოველთვის რჩებიან ცოდნისა და სათნოების ჭეშმარიტი სამსახურის მაგალითებად. მათ თავიანთი ცხოვრებისეული ღვაწლით აჩვენეს, რომ გონების ჭეშმარიტი განმანათლებლობა განუყოფელია სულის განმანათლებლობისგან და წიგნებისა და სწავლების სიყვარული ადამიანს ღმერთამდე მიჰყავს.
დღეს, ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ აგრძელებთ ამ დიდ ტრადიციას. ჩვენ ვხედავთ, რამხელა ძალას, სითბოს და სულს აძლევთ თითოეულ ბავშვს და ღრმად ვაფასებთ თქვენს მოთმინებასა და სიბრძნეს. ამ დღესასწაულზე ლოცვით გისურვებთ, ძვირფასო მასწავლებლებო, ღვთის უშრეტი შემწეობა თქვენს საქმეში, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, მადლობელ მოსწავლეებსა და მშობლებს. წმიდა ევფროსინეს, წმიდა კირილესა და ყველა წმინდანის შუამავლობა იყოს ქვეყანაში...



