მოსკოვის პატრიარქმა და კორფუის მიტროპოლიტმა პატივი გაცვალეს - ნექტარიოსი კირილეს არქიეპისკოპოსის ქრისტოდულოსს ადარებსთარგმანი

კორფუს, პაქსოსისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტი ნექტარიოსი მოსკოვის პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საბერძნეთის ეკლესიას შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა წმინდა სერაფიმე საროველის მეორე ხარისხის ორდენით.
ჯილდო გადაეცა 2026 წლის 19 აგვისტოს, მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგიის შემდეგ.
მიტროპოლიტმა ნექტარიემ საღმრთო ლიტურგია პატრიარქ კირილთან და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებთან ერთად აღავლინა.
კორფუის მიტროპოლიტი ამჟამად რუსეთში იმყოფება თავისი მიტროპოლიის დელეგაციის სათავეში, რომელიც თან ახლავს წმინდა სპირიდონ ტრიმიტოსელის მარჯვენას, რომელიც მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის იყო ჩამოტანილი კორფუდან.
დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიტროპოლიტ ნექტარიოსის წვლილზე ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საპატრიარქომ საბერძნეთის ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა, ამ უკანასკნელის მიერ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარების საპასუხოდ 2019 წლის 12 ოქტომბერს.



