დიდმოტეიხოს მიტროპოლიტი: „ბერძნულ ენაში არ არსებობს უფრო ნაზი სიტყვა, ვიდრე „ჩემო ქალბატონო““თარგმანი

ჩვენი სამშობლოს ქალაქებსა და სოფლებში ლოცვა და საგალობელი „პატივცემული ქერუბიმებისადმი“, თხუთმეტ აგვისტოს ჭვრეტა და ფიქრი ხსნის ჩვენი გულის ჰორიზონტს, რათა უფრო ნათლად დავინახოთ ადამიანის არსებობის უშუალო და საბოლოო აზრი. ისინი ლოცვის ატმოსფეროში ავლენენ საიდუმლოებას ადამიანის ბუნებისა და მოწოდების შესახებ. ღვთისმშობლის მიძინების ამ დიდი სადღესასწაულო ციკლის ირგვლივ ჩვენი ხალხის სული შუა ზაფხულში ტრიალებს. ღვთისმშობლის ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმოტეიხოს, ორესტიისა და სუფლის უწმინდესმა მიტროპოლიტმა ბ-ნმა დამასცინოსმა აღავლინა სადღესასწაულო წირვა, აკურთხა პური და სიტყვით გამოვიდა ორესტიის ღვთისმშობლის მიძინების წმიდა სამრევლო ტაძარში, მრავალრიცხოვანი არმიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით.
საღმრთო სიტყვის ქადაგებისას უწმინდესმა ხაზგასმით აღნიშნა: „...ღვთისმშობლის უძვირფასესი სახე ანათებს ადამიანის გონებისთვის ახალ, წარმოუდგენელ ჰორიზონტს, რომელიც ღვთის სიყვარულმა გაუხსნა ადამიანს.



