ფარმაცევტის მსოფლიო დღე: ჯანსაღი მომავალითარგმანი

ფარმაცევტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 25 სექტემბერს აღინიშნება, რომლის მიზანია მედიკამენტების სათანადო გამოყენებისა და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ფარმაცევტების ადვოკატირებას ჯანსაღი მომავლისთვის.
ფარმაცევტის მსოფლიო დღე ფარმაცევტული საერთაშორისო ფედერაციის (FIF) საბჭომ 2009 წელს აირჩია და საერთაშორისო მასშტაბით 2010 წლიდან აღინიშნება.
დღე ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ფარმაცევტები ჯანდაცვის სისტემების განუყოფელი ნაწილია, ხშირად ისინი არიან პირველი კონტაქტი ჯანმრთელობის რჩევისა და პირველადი დახმარების მისაღებად.
„ფარმაცევტების როლის გაძლიერება ნიშნავს მათთვის უნარ-ჩვევების, აღიარების და სამუშაო გარემოს მიცემას, რაც მათ სჭირდებათ ჯანმრთელობის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - თქვა პოლ სინკლერმა, FIF-ის პრეზიდენტმა.
FIF მოუწოდებს ფარმაცევტებს გამოიყენონ ეს დღე აქტივობების ორგანიზებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ და მხარს უჭერენ ფარმაცევტის როლს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მსოფლიოს ყველა კუთხეში.
შეგონება ქრისტიანული აფთიაქისადმი ფარმაცევტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, უწმინდესმა...





