საპატიო სტუმრების ვიზიტი სოფელ ამრაკიცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშითარგმანი

19 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი პავლოვიჩ კოპირკინი და რუსეთის გენერალური კონსული გიუმრიში იგორ ბორისოვიჩ ტიტოვი სოფელ ამრაკიცის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ეწვივნენ. ტაძარში სტუმრებს მღვდელი მერაბ სარალიძე დახვდა, რომელმაც სომხეთში ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებისა და აღდგენის ისტორიაზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ტაძარში რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის საკითხები. სახლი, რომელშიც ბერი ზინოვი მაჟუგა ცხოვრობდა, ცენტრის შესაძლო ლოკაციად განიხილება.
წყარო: Православие.Ru · სრულად წაკითხვა →



