რუსეთში საეკლესიო თავშესაფრებს მიმართული უსახლკარო ქალების რიცხვი იზრდებათარგმანი

გასული წლის განმავლობაში რუსეთში გაიზარდა იმ უსახლკარო ქალების რიცხვი, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ ეკლესიის თავშესაფრებს.
ყველაზე ხშირად, ასეთ დახმარებას ესაჭიროებათ მოხუცები და ქალები ბავშვებთან ერთად, იტყობინება საქველმოქმედო სინოდალური დეპარტამენტის პრესსამსახური უსახლკაროების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს.
„უსახლკაროებს შორის უმეტესობა ყოველთვის მამაკაცია, მაგრამ ბოლო დროს ქალების წილი გაიზარდა“, - თქვა ანდრეი იაკუნინმა, საქველმოქმედო სინოდალური დეპარტამენტის უსახლკაროთა დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა. – ჩვენთან ხშირად მოდიან მოხუცები და ბავშვებიანი ქალები, ძირითადად, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემების გამო. ზოგიერთმა მათგანმა დაკარგა სოციალური კავშირები ავადმყოფობის, ალკოჰოლური დამოკიდებულების ან ფსიქიკური აშლილობის გამო. ვცდილობთ თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგეთ – ჩავუღრმავდებით ცხოვრებისეულ სიტუაციას და ვქმნით ინდივიდუალურ მარშრუტს, რომელიც დაგვეხმარება უსახლკარობის სიტუაციიდან გამოსვლაში. ამ მიზნით მუშაობენ იურისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და სოციალური მუშაკები. ასევე, მღვდლები ურთიერთობენ ჩვენს თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებთან, მათ სულიერად უჭერენ მხარს.
აღსანიშნავია, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, უმეტესობა...



