ლესკოლოვოში გაიმართა შეხვედრა მღვდელმოწამე პეტრე სკიპეტროვის შვილთაშვილთან.თარგმანი

19 ივლისს სოფელ ლესკოლოვოს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართა შეხვედრა მღვდელმოწამე პეტრე სკიპეტროვის შვილიშვილი ელენა გორბაჩოვასთან.
სტუმარმა ისაუბრა მისი დიდი ბაბუის ცხოვრებასა და სამწყსო მსახურებაზე, მის ოჯახსა და გარემოცვაზე, რომელშიც შედიოდნენ წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი, მღვდელმოწამე ფილოსოფოსი ორნაცკი და პეტერბურგის სხვა ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები. მოთხრობას თან ახლდა ფოტოები და დოკუმენტები წიგნიდან „პეტრე სკიპეტროვი. წმიდა მოწამის ჯვრის გზა“. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ნახეს ფილმი რუსეთის ეკლესიის დევნის პერიოდის პირველ ახალმოწამეებზე.
დეკანოზმა პიოტრ სკიპეტროვმა დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია და მრავალი წელი მსახურობდა დედაქალაქში, ხოლო 1912 წლიდან იყო ღვთისმშობლის ხატის ტაძრის „სიხარული ყოველთა მწუხარეთა“ წინამძღვარი. 1918 წლის 1 თებერვალს, ალექსანდრე ნეველის ლავრის შენობის დაკავების მცდელობისას, იგი დაუდგა იმ ქალებს, რომლებსაც შეიარაღებული წითელი გვარდიელები იარაღით ემუქრებოდნენ და სასიკვდილოდ დაიჭრა. 2001 წელს მამა პეტრე წმინდანად შერაცხეს მღვდელმოწამედ.



