წმ. 7 ახალგაზრდა ეფესოდან; ქ მაკ. ტატუთარგმანი

მართლმადიდებლური კალენდარი, 4 აგვისტო ეფესოს შვიდი ახალგაზრდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 4 აგვისტოს, მაგრამ ასევე 22 ოქტომბერს ზეიმობს 7 ახალგაზრდა წმიდანს ეფესოდან: მაქსიმილიანეს, ეგზკუსტოდიანეს, იამბლიკეს, მარტინიანეს, დიონისეს, ანტონინესა და კონსტანტინეს.
ეფესო იყო ერთ-ერთი 12 ქალაქიდან, რომელიც დააარსეს იონიელმა ბერძნებმა ეგეოსის ზღვის აზიის სანაპიროზე. უძველესი დროიდან აქ ყვაოდა ვაჭრობა და ღმერთების რწმენა. ბევრ იმპერიას სურდა ეფესოს სიმდიდრე. ქალღმერთ არტემიდას (დიანას) ტაძარი ეფესოში ოთხჯერ აღემატებოდა ცნობილ პანთეონს ათენის აკროპოლისში, რომელიც იყო მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი.
ეფესოს ქრისტიანული ეკლესია სამოციქულო ხანიდან ვითარდებოდა. ვერცხლის მჭედელი დიმიტრის აჯანყებამ და წმიდა პავლე მოციქულის ქალაქიდან გაძევებამ ხელი არ შეუშალა მის წინსვლას. მოციქულთა საქმეები და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ ადასტურებს ქრისტიანულ ცხოვრებას, რომელიც დაარსდა ეფესოში.
აქ მწყემსავდა ტიმოტეი, წმიდა მოციქულმა პავლემ ეპისკოპოსი დაადგინა და აქვე ცხოვრობდა წმიდა იოანე მახარებელი ამ ცხოვრებიდან წმიდა ღვთისმშობლის გარდაცვალების შემდეგ.
შვიდი ახალგაზრდის ისტორია, დაწერილი სიმეონ მეტაფრასტეს, ნიქიფორე კალისტუსის, თეოდორეს, რუფინუსის და...



