რუმინელი მიტროპოლიტი კანადას სტუმრობს: ჩვენ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავდივართ ქრისტეთი აღვსებითთარგმანი

„წმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ისეთი დიდი დღესასწაულია, რადგან ღვთისმშობელმა აირჩია თავმდაბლობა, ისევე როგორც მისი ძე“, - თქვა პარასკევს საღამოს დასავლეთ და სამხრეთ ევროპის მიტროპოლიტმა იოსიფმა რუმინულ მართლმადიდებლურ სამრევლოში ბოიანში, ალბერტა, კანადა.
მისმა უწმინდესობამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის მთელი ღამისთევა ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლასთან და კანადის ეპისკოპოს იოანე კასიანთან ერთად აღავლინა.
დასავლეთ და სამხრეთ ევროპის მიტროპოლიტმა თქვა, რომ ღვთისმშობელს შეეძლო არ მომკვდარიყო და მისი ძე სხეულებრივად სამოთხეში აეყვანა.
"მაგრამ თუ მისი ძე, თავად ღმერთი, მოკვდა, დაკრძალეს და აღდგა, მანაც აირჩია სიკვდილი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, და საფლავში ჩასვლა, მაგრამ საფლავი ვერ შეიკავებდა მას."
ღვთისმშობლის ზეცად ამაღლება შესაძლებელი იყო, რადგან იგი აღივსებოდა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით.
აღვივსოთ ქრისტეთი! მისმა უწმინდესობამ მიტროპოლიტმა იოსიმ მოუწოდა ბოიანის მრევლის მორწმუნეებს, სიკვდილის დასაძლევად ქრისტეთი აღივსონ.
„ჩვენი რწმენა ისაა, რომ ღვთისმშობლის მსგავსად, ქრისტეთი აღვსებით და ჩვენში ღმერთის მიღებით, ჩვენ გავდივართ…



