რუმინეთის პატრიარქი: როცა ადამიანის ტკივილი მოთმინების ზღვარზეა, ღმერთი ერევა თავისი წყალობითთარგმანი

„როცა ადამიანის ტკივილი მოთმინების ზღვარზეა, ღმერთი ერევა თავისი წყალობით“, - ხაზგასმით აღნიშნა კურთხეულმა მამა პატრიარქმა დანიელმა საპატრიარქო რეზიდენციის ისტორიულ „წმინდა დიდმოწამე გეორგეს“ სამლოცველოში.
რუმინეთის პატრიარქმა ახსნა ქვრივის შვილის ნაინიდან აღდგომის სასწაულები და აჩვენა, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე თავისი ინიციატივით მოვიდა დედის ტანჯვის შესახვედრად, რომელიც თავის ერთადერთ შვილს უკანასკნელ მოგზაურობაში მიჰყავდა.
მისმა უნეტარესმა აღნიშნა, რომ სახარების პერიკოპეში არ არის ნახსენები ნაინის ქვრივისა და მისი ვაჟის სახელი, „რადგან დამწუხრებული დედა, რომელიც თავის ერთადერთ ვაჟს სასაფლაოებზე მიიყვანს, წარმოადგენს ყველა მწუხარე დედას“.
ქრისტე იტანჯება მათთან ერთად, ვინც იტანჯება რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა განმარტა, რომ მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაული ცხადყოფს მის მოწყალე სიყვარულს ადამიანების მიმართ, „რასაც ჰქვია თანაგრძნობა, ანუ ტანჯვა მათთან ერთად, ვინც იტანჯება სულის ტკივილის გამო“.
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სწავლებაზე დაყრდნობით, მისმა უნეტარესმა განმარტა, რომ მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარული კვლავაც ვლინდება ტანჯული ადამიანების მიმართ მისი აღდგომის შემდეგაც.
„ქრისტე…


