იერუსალიმის პატრიარქმა იორდანიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულათარგმანი

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ კვირას იორდანიის ქალაქ ჰამუდში, ალ-კარაკში, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაჭრილები მოინახულა.
მის უნეტარესს თან ახლდა კაპიტოლიის მიტროპოლიტი ჰესიქია „პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინის“ სამხედრო ჰოსპიტალში და იტალიურ ჰოსპიტალში, სადაც დაჭრილები ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უტარებენ. იერუსალიმის პატრიარქმა ილოცა მათთვის, რომ უფალმა მათ სრული გამოჯანმრთელება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მიანიჭოს.
ასევე, ნეტარმა მამა თეოფილ III-მ კვირა დილით აღავლინა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი.
ღვთისმსახურება ალ-კარაქში, ჰამუდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა. მას ასევე ესწრებოდა იერუსალიმის ლათინური პატრიარქი, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა. დაკრძალვის შემდეგ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო სახლის წევრები პირადად მივიდნენ პატრიარქ თეოფილე III-სა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმრის გამოსახატავად.
პარასკევს, 23 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
პარასკევს საღამოს გაგზავნილ შეტყობინებაში ნეტარი მამა პატრიარქი დანიელი...



