იერუსალიმის პატრიარქი დელეგაციებსა და მომლოცველებს შეხვდათარგმანი

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ 2026 წლის 30 ოქტომბერს, პარასკევს, საპატრიარქოში მიიღო რამდენიმე დელეგაცია და მომლოცველთა ჯგუფი.
სტუმრებს შორის იყო კონრად ადენაუერის ფონდის პრეზიდენტი მერიან ვენდტი, რომელსაც პატრიარქმა მიაწოდა ინფორმაცია იერუსალიმის საპატრიარქოს პასტორალური, კულტურული და სამშვიდობო საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის დროს პატრიარქმა თეოფილემ ვენდტს გადასცა სამახსოვრო მედალი ქრისტიანობის 2000 წლის აღსანიშნავად, ათენის გარდაცვლილი არქიეპისკოპოსის ქრისოსტომოს პაპადოპულოსის იერუსალიმის ეკლესიის ისტორიის ასლთან ერთად.
პატრიარქმა ასევე მიიღო მღვ. ფარა ბანდური, წმინდა იაკობ ღვთისძმის საკათედრო ტაძრის მღვდელი, ეკლესიის მმართველი კომიტეტის წევრების თანხლებით.
დელეგაციამ პატრიარქი თეოფილე მიიწვია საკათედრო ტაძრის მფარველობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე აღნიშნავს იერუსალიმის საპატრიარქოს ტახტის მფარველ დღესასწაულს. პატრიარქმა დალოცა და მიიღო მიწვევა.
გარდა ამისა, პატრიარქმა თეოფილემ საბერძნეთიდან, რუსეთიდან და სერბეთიდან მომლოცველთა ჯგუფები მიიღო სასულიერო პირების თანხლებით.
იგი ასევე შეხვდა საპატრიარქოს წარმომადგენელს არქიმანდრიტ სტეფანოსს…



