საგარეო საქმეთა მინისტრი სინას მონასტრის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებითთარგმანი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი გერაპეტრიტისმა დღევანდელი დღე ელინიზმისა და მართლმადიდებლობისთვის ისტორიულად შეაფასა, სინას არქიეპისკოპოსის ბ-ნ სიმეონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას ეგვიპტის სახელმწიფოსთან. ·
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება დეტალურად:
დღეს ისტორიული დღეა ელინიზმისა და მართლმადიდებლობისთვის. მართლმადიდებლობის შუქურა, სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერი, მონასტერსა და ეგვიპტის სახელმწიფოს შორის შეთანხმებით მყარ სამართლებრივ საფუძველს იძენს. 1500 წლის შემდეგ, როდესაც მონასტრის იურიდიული სტატუსი რჩებოდა არასტაბილური და მოუწესრიგებელი, დღევანდელი შეთანხმება მარადიულად უზრუნველყოფს მონასტრისა და საეკლესიო მამულების უცვლელ რელიგიურ ხასიათს, ასევე მონასტრის უწყვეტობას ბერებისთვის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვით.
მე განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატაჰ ელ-სისის, რომელმაც თავისი პირადი ჩარევით შესაძლებელი გახადა ეს შეთანხმება, ასევე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ აბდელატს, რომელთანაც ჩვენ ვიზიარებთ ღრმა მადლიერებას და…


