მისი უწმინდესობის მიტროპოლიტის აიეტისა და აკარნანიისა და დამასკელის გზავნილი წმინდა ნექტარიოსის დღესასწაულზეთარგმანი

ჩემო საყვარელო მამებო და ძმებო,
ჩემო საყვარელო შვილებო უფალში,
დღეს ჩვენი ეკლესია საზეიმოდ პატივს სცემს პენტაპოლის ეპისკოპოსის წმიდა ნექტარიოსს, სასწაულმოქმედს, ჩვენი საუკუნის წმინდანს, როგორც მას უწოდებენ. დაიბადა 1846 წელს სილივრიაში, თრაკიაში. 14 წლის ასაკში იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც მუშაობდა კლერკად, შემდეგ კი პედაგოგად წმინდა სამარხის მეტოხის სკოლაში. 1876 წელს ბერად აღიკვეცა ქიოსის ახალ მონასტერში, სახელად ლაზარე და აკურთხეს დიაკვნად, სახელად ნექტარიოსი.
1881 წელს ჩავიდა ათენში, სადაც ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონ IV-ის ხარჯზე სწავლობდა ღვთისმეტყველებას და უხუცესად ხელდასხმის შემდეგ იყო კაიროს საპატრიარქო კომისარი.
1889 წელს ხელდასხმულ იქნა პენტაპოლისის მიტროპოლიტად. გასაოცარი იყო მისი, როგორც მიტროპოლიტის მოქმედება და სწორედ მის გამო იყო ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტის მთავარი კანდიდატი. თუმცა, პატრიარქ სოფრონის მიმართ შურიანი ბრალდებებისა და ბინძური ცილისწამების გამო, თავმდაბალი ნექტარიოსი, რათა მოხუცი პატრიარქი არ დაეწყინოს, საბერძნეთში დაბრუნდა.
ის იყო ევიის, ფთიოტიდოსის, ფოკიდოსის მქადაგებელი და რიზარეოს საეკლესიო სკოლის დირექტორი. ქ...


