23 აგვისტო გადამწყვეტია სინას წმინდა მონასტრის საკითხშითარგმანი

სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის საკითხში გადამწყვეტი 23 აგვისტოა, რადგან სწორედ ამ დღეს განიხილება წმინდა მონასტრის საძმოს მიერ შეტანილი საჩივარი ისმაილიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა წმინდა მონასტრის ქონებას და იურიდიულ სტატუსს. მოლაპარაკებების მიმართულება როგორც ope.gr წერს, დღემდე ცნობილიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ შეთანხმება აღიარებს ეგვიპტის სახელმწიფოს ტერიტორიების საკუთრებას, არქეოლოგიური ძეგლების სტატუსს, და ამავე დროს გარანტიას უწევს წმინდა მონასტერს მათ მფლობელობასა და გამოყენებას სამუდამოდ, ფინანსური ანაზღაურების გარეშე.
ღიად რჩება, თუ რომელი სხვა საკუთრება იქნება შეტანილი ხელშეკრულებაში და რა სტატუსით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონასტრის ბაღების საკითხს, რომლებიც გალავნის გარეთ მდებარეობს და გადამწყვეტია სამონასტრო თემის ყოველდღიური ფუნქციონირებისა და კვებისათვის. ბაღები მონასტერს გათიშეს და განიხილება წინადადებებს შორის ნომინალური გადასახადით გრძელვადიანი იჯარის შესაძლებლობა.
ამასთან, გათვალისწინებულია, რომ რეგულაციის დასრულების შემდეგ...



