26 ოქტომბერი: წმიდა დიმიტრი მირობლიტის ხსენებათარგმანი

მოწამეები ჩვენი ეკლესიის წმინდანთა გუნდში ავანგარდს უჭირავთ, რადგან მათ ქრისტეს მოწმობა მისცეს და ბეჭედს სცემდნენ მას მოწამეობით. მათ სიცოცხლე ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაში გაცვალეს, პრაქტიკაში აჩვენეს მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი გმირობის მაგალითი, დაუპირისპირდნენ წარმართთა საზარელ დევნას.
ავტორი ლამბროს სკონძუ (თეოლოგი)
ერთ-ერთი მათგანია დიდმოწამე წმიდა დიმიტრი. იგი დაიბადა და ცხოვრობდა თესალონიკში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-304) და მაქსიმიანეს (286-305) წლებში ეკლესიისთვის უკიდურესად რთულ პერიოდში, რადგან იმ წლებში დაიწყო ქრისტიანების ყველაზე საშინელი დევნა, სადაც მოწამეთა მთელი ღრუბლები ღვრიდნენ სისხლს ქრისტესადმი რწმენისთვის.
ღვთისმოსავი მშობლებისგან მან მემკვიდრეობით მიიღო ღრმა ღვთისმოსაობა. ამან იგი გახადა მხურვალე ქრისტიანი ჭაბუკი, შემკული სათნოებებითა და ნიჭებით, რომლებიც მომდინარეობს ქრისტიანული ცხოვრებიდან. მისმა შესანიშნავმა განათლებამ იგი ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრად აქცია. მისმა ცოდნამ და უპირველეს ყოვლისა მისმა ბრწყინვალე მაგალითმა მიიპყრო მრავალი წარმართი ქრისტეს მხსნელი რწმენისკენ.
თინეიჯერობისას გამოიძახეს რომის სამსახურში…



