ალექსი დრიინოპოლისელი: ჯვარი არა მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა, არამედ ცხოვრების წესი.თარგმანი

შესაბამისი საეკლესიო ბრწყინვალებით კონიცაში აღნიშნეს წმიდა და მაცოცხლებელი ჯვრის ამაღლების დიდი დღესასწაული. დრიინოპოლის, პოგონიანისა და კონიცის მეუფე მიტროპოლიტმა ბ-ნმა ალექსიმ ისაუბრა დღესასწაულის ისტორიაზე და ამავე დროს ხაზი გაუსვა წმიდა ჯვრის ღრმა საღვთისმეტყველო მნიშვნელობას ქრისტიანთა ცხოვრებისათვის.
მან ხაზი გაუსვა, რომ ჯვარი არა მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა, არამედ ცხოვრების წესი. ჯვარცმული ცხოვრების წესი გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას და მიჯაჭვულობას ამქვეყნიურ მენტალიტეტზე, რომელიც ბუდობს ჩვენში, რათა ადამიანმა იცხოვროს თავმდაბლობით, მსხვერპლშეწირული სიყვარულით და ღვთის ნებისადმი მორჩილებით.
დასასრულს მან აღნიშნა, რომ წმიდა ჯვრის ძალა მორწმუნეებისთვის არის იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ და ხსნის უტყუარი გზამკვლევი.
The post ალექსი დრიინოპოლისელი: ჯვარი არა მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა, არამედ ცხოვრების წესი გამოჩნდა პირველად მართლმადიდებლობის საინფორმაციო სააგენტოზე.



