ეთიოპია: ორმაგი თავდასხმა ქრისტიანებზე მინიმუმ 60 დაღუპულითარგმანი

ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში ეთიოპიის ორომიის რეგიონში ორ ცალკეულ თავდასხმას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა. ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ყველა მსხვერპლი ქრისტიანი იყო, მაგრამ არ აკონკრეტებენ დეტალებს მათი გარდაცვალების გარემოებების ან თავდასხმების უკან.
ორომიის რეგიონული მთავრობა და მეამბოხე ალიანსთან დაკავშირებული წყარო - რომელიც ებრძვის სამთავრობო ძალებს ჩრდილოეთ ტიგრაის რეგიონში - ერთმანეთს ადანაშაულებენ თავდასხმებში.
"ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის" წმიდა სინოდმა თევაჰედომ განაცხადა, რომ გასულ სამშაბათს, 20 ოქტომბერს მერტის რაიონში 14 მორწმუნე მოკლეს, ხოლო 24 ოქტომბერს, შაბათს, სერკას რაიონში კიდევ 46 დაიღუპა.
ეკლესიის განცხადებაში, რომელიც გუშინ, ორშაბათს გავრცელდა, ემატება, რომ 20-ზე მეტი სახლი დაიწვა, 20-ზე მეტი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
რეგიონული მთავრობა მტკიცებულების წარდგენის გარეშე ამტკიცებდა, რომ თავდასხმები მეამბოხეების ალიანსმა დაიწყო…



