ახალი დაპირისპირება: მიცკოსკი ქვეყანას „მაკედონიის რესპუბლიკად“ მოიხსენიებსთარგმანი

VMRO-DPMNE-ის ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კრისტიან მიცკოსკიმ თავის ქვეყანას „მაკედონიის რესპუბლიკა“ უწოდა წმინდა კირილესა და მეთოდეს დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებისადმი მილოცვაში.
„ჩემი სახელით და VMRO-DPMNE-ის სახელით ვულოცავ მაკედონიის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღესასწაულს, პანსლავური განმანათლებლების, წმიდა ძმების კირილესა და მეთოდეს დღეს“, - ნათქვამია წერილობით მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა მისი პარტიის ვებგვერდზე.
24 მაისს ჩრდილოეთ მაკედონია, სხვა სლავურ ქვეყნებთან ერთად, აღნიშნავს ძმებს კირილესა და მეთოდეს, რომლებიც ცნობილია როგორც სლავების განმანათლებლები. დღეს ჩრდილოეთ მაკედონიაში სახალხო დღესასწაულია.
წყარო: ANA-MPA, მთარგმნელი: კონსტანტინოს მენიკტასი



