სამარას სასულიერო სემინარიაში სამეცნიერო და სასულიერო კონფერენცია "წმინდა იოანეს საკითხავი".თარგმანი

9 ოქტომბერს, მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, სამარას სასულიერო სემინარიაში გაიმართა VIII სრულიადრუსული სამეცნიერო და საღვთისმეტყველო კონფერენცია „წმინდა იოანეს საკითხავი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემინარიისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი სამეცნიერო მოხსენებები. პლენარულ სხდომაზე პრეზენტაციები წარადგინეს მომხსენებლებმა: სიზრანისა და შიგონის ეპისკოპოსი ანტონი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, სამარას სასულიერო სემინარიის ბიბლიის შემსწავლელი კათედრის გამგე; დეკანოზი მაქსიმ კოკარევი, თეოლოგიის კანდიდატი, სამარას სასულიერო სემინარიის რექტორი; ვლადისლავ ოლეგოვიჩ შელეკეტა, ფილოსოფიის დოქტორი, სამარას სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი; რუსლან ანატოლიევიჩ ტკაჩენკო, ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური დეპარტამენტის ექსპერტი. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მუშაობა ოთხი თემატური სექციის ფარგლებში გაგრძელდა: საღვთისმეტყველო, პედაგოგიური, ისტორიული და საეკლესიო-პრაქტიკული.
ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სამარას სასულიერო სემინარიის სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.






