სამოცდაათ მოციქულის თადეოსის ხსოვნა (21 აგვისტო)თარგმანი

წმიდა თადეოსი, სამოცდაათის მოციქული, წარმოშობით ებრაელი იყო და დაიბადა სირიის ქალაქ ედესაში. წმიდა მოციქული თადეოსი სამოცდაათი უნდა განვასხვავოთ წმინდა იუდასგან, რომელსაც ასევე უწოდებენ თადეოსს ან ლევს (19 ივნისი), რომელიც იყო თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი.
როცა იერუსალიმში მივიდა დღესასწაულზე, მოისმინა იოანე წინამორბედის ქადაგება. იორდანეში მის მიერ მონათლვის შემდეგ იგი დარჩა პალესტინაში. მან იხილა მაცხოვარი და გახდა მისი მიმდევარი. იგი უფალმა აირჩია სამოცდაათი მოწაფეთაგან ერთ-ერთად, რომელიც ორ-ორად გაგზავნა საქადაგებლად ქალაქებსა და ადგილებში, სადაც აპირებდა მისვლას (ლუკ. 10:1).
მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ წმიდა თადეოსმა სასიხარულო ცნობა იქადაგა სირიასა და მესოპოტამიაში. სახარების ქადაგებით მოვიდა ედესაში და მოაქცია ქრისტეზე მეფე აბგარ, ხალხი და წარმართი მღვდლები. მან თავის ქადაგებას მრავალი სასწაული მოახდინა (რომლის შესახებაც აბგარმა ასურეთის იმპერატორ ნერსეს მისწერა). მან იქ მღვდლები დაადგინა და ედესის ეკლესია ააგო.
უფლისწულ აბგარს სურდა წმიდა თადეოსი დაეჯილდოებინა მდიდარი საჩუქრებით, მაგრამ მან უარი თქვა და წავიდა საქადაგებლად სხვა ქალაქებში, ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ის წავიდა…



