წმიდა და დიდებული მოციქული თომა; მოწამე ჰეროტეიდათარგმანი

მართლმადიდებლური კალენდარი 6 ოქტომბერი წმიდა მოციქული თომა იგი დაიბადა გალილეის ქალაქ პანსადაში და იყო მეთევზე. იესო ქრისტეს სასიხარულო ცნობის გაგონებაზე მან ყველაფერი მიატოვა და გაჰყვა მას.
წმიდა წერილის მიხედვით, წმიდა მოციქულმა თომამ არ სჯერა სხვა მოწაფეების ცნობებს იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ: „თუ არ ვიხილო მის ხელში ლურსმნების ანაბეჭდი და არ ჩავდე ჩემი თითი ლურსმნების ანაბეჭდში და არ ჩავუვლო ხელი მის გვერდზე, არ დავიჯერებ“ (იოანე 20:25).
აღდგომიდან მერვე დღეს უფალი გამოეცხადა თომა მოციქულს და აჩვენა თავისი ჭრილობები. "უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო", - შესძახა მოციქულმა (იოანე 20:28)". თომა, რომელიც ოდესღაც სხვა მოციქულებზე რწმენით სუსტი იყო, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - "ღვთის მადლით ყველა მათგანზე უფრო მამაცად, გულმოდგინედ და დაუღალავად შრომობდა, ისე, რომ თითქმის არ ეშინოდა ღმერთის სიტყვის ქადაგებას".
ამ მოვლენის ამსახველ ზოგიერთ ხატს წარწერია „დაეჭვებული თომა“. ეს არასწორია. ბერძნულად წარწერა წერია: „თომას შეხება“. სლავურ ენაზე ნათქვამია: „თომას რწმენა“. როდესაც წმინდა თომა შეეხო…

