მსოფლიო პატრიარქი ბულგარეთში 17-19 ოქტომბერს ეწვევათარგმანი

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 17-დან 19 ოქტომბრამდე ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მიწვევით ბულგარეთში ეწვევა.
ვიზიტი მოიცავს სოფიაში ათონისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას, სადღესასწაულო იერარქიულ საღმრთო ლიტურგიას წმინდა ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში და სადღესასწაულო ლიტურგიას რილას მონასტერში.
ვიზიტის დეტალური პროგრამა შემდეგია: შაბათს, 17 ოქტომბერს 17:00 – მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს და მისი თანხლების მიღება ბულგარეთის პატრიარქის დანიელისა და წმინდა სინოდის მიტროპოლიტების მიერ სინოდის სასახლეში.
18:00 – ორი პატრიარქის მიერ კულტურის ეროვნულ სასახლეში ბერძენი მხატვრის ეფთიმიოს ვარლამისის (1942–2016) მონუმენტური გამოფენა „ათონის მთა სოფიაში“ გახსნა. გამოფენა იმართება სოფიის წმინდა მიტროპოლიისა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით და მხარდაჭერით.
კვირა, 18 ოქტომბერი 09:00 – ბულგარეთის პატრიარქის დანიელის მიღება წმინდა ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში.
09:15…



