ანტიოქიის ალეპოს მიტროპოლიტი პირველად ეწვია რუმინეთის საპატრიარქოსთარგმანი

ალეპოს მიტროპოლიტი ეფრემი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის საპატრიარქოდან სამშაბათს პირველად ეწვია საპატრიარქოს სასახლეს, იუწყება გაზეთი ლუმინა. ორ ეკლესიას შორის ზიარებაზე ფიქრისას მიტროპოლიტმა თქვა: „ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის ის, ვინც გვაერთიანებს“.
„ეს ჩვენი მეორე ვიზიტია რუმინეთში, პირველი იყო კლუჟ-ნაპოკაში. თუმცა, ჩვენ პირველად მოვედით ბუქარესტში და რუმინეთის საპატრიარქოში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ეფრემმა.
ანტიოქიის დელეგაციას მიესალმა არქიმანდრიტი ავგუსტინ კომანი, საპატრიარქო მრჩეველი ქრისტიანული და რელიგიათაშორისი ურთიერთობებისა და საზღვარგარეთ რუმინული თემების საკითხებში.
მიტროპოლიტი ეფრემი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რუმინეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს წმინდა სტეფანე დიდისადმი მიძღვნილ რელიგიურ დღესასწაულებში, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს პუტნას მონასტერში.
„ჩვენ პატივს ვცემთ მას, როგორც რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ დიდ წმინდანს და როგორც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს,“ - განაცხადა ალეპოს მიტროპოლიტმა.
კავშირები მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის შეხვედრის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუმინეთის საპატრიარქოსა და ანტიოქიის საპატრიარქოს მჭიდრო კავშირებს და…



