ღმერთმა დაცემული ადამიანისადმი უსაზღვრო წყალობისა და სიყვარულის გამო მისცა მას ცოდვის შედეგებისგან განთავისუფლების იმედი: ეშმაკის ძალისგან და მარადიული სიკვდილისგან; დაჰპირდა, რომ ცოლისგან დაიბადებოდა მაცხოვარი, რომელიც დაამარცხებდა ეშმაკს. ეს მაცხოვარი იყო მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, მიიღო ადამიანის სხეული სულიწმიდისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან და თავისი სისხლით გამოისყიდა ადამიანი ცოდვისგან, მარადიული სიკვდილისგან და ეშმაკის ძალისგან.