„დამიდგინე, უფალო, დარაჯი ჩემს ბაგეზე და მცველი ჩემს ბაგეზე“ (ფსალმ. 140,3).
ადამიანი სხეულის არცერთ წევრთან ისე არ სცოდავს, როგორც ენით, განსაკუთრებით მწუხარებისა და გაჭირვების დროს მისი შეკავება ძალზე რთულია. ამიტომ, ღმერთს უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ დაგვეხმაროს მის მართვაში და ვთქვათ მხოლოდ ის, რაც სასარგებლოა, ხოლო საზიანოზე ჩუმად ვიყოთ.
* * *