შეხედე ზეციდან, უფალო, ღმერთო ჩვენო, ისმინე შენსადმი მლოცველ მსახურთა ლოცვა და ნუ განგვაშორებ შენს სახეს, რომლებიც მწუხარებითა და სნეულებით მოდიან შენთან და ღაღადებენ: შეგვიწყალე ჩვენ, ვინც შეგცოდავთ და გვიხსენი ყოველგვარი სიმწარისა და სისუსტისგან, რადგან მხოლოდ შენ ხარ ჩვენი სულისა და სხეულის მკურნალი.