ღმერთო! დაიმახსოვრე შენს სამეფოში! გაიხსენე ყველა ჩემი მეგობარი და მტერი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ: სისუსტე და უძლურება ჩვენი გულის და გონების ნაწილია. ამიტომაც, უფალო, შეგვიწყალე ყველას, შეგვიწყალე და გვიხსენი, რადგან მხოლოდ ერთია უცოდველი და გაუგებრად კეთილი და მოწყალე. ამინ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! დიდება ზეცის დედოფალს ყველაფერზე.