ღვთის სახელი არ არის წმინდა?
ეჭვგარეშეა, თავისთავად წმინდა. წმინდაა მისი სახელი (ლუკა 1:49).
როგორ შეიძლება ის მაინც იყოს წმინდა?
ის შეიძლება წმინდა გახდეს ადამიანებში, ანუ მისი მარადიული სიწმინდე გამოჩნდეს მათში.
როგორ?
უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ, ფიქრებში და გულებში გვაქვს ღვთის სახელი, ვცხოვრობთ ისე, როგორც მოითხოვს მისი სიწმინდე და ასეთი ცხოვრებით ვადიდებთ ღმერთს; მეორეც, როცა ჩვენი კარგი ცხოვრების შემხედვარე სხვები ადიდებენ ღმერთს.
ასე რომ, ბრწყინავდეს თქვენი სინათლე ხალხის წინაშე, რათა იხილონ თქვენი კეთილი საქმეები და განადიდონ თქვენი ზეციერი მამა (მათე 5:16).