პირველ ადამიანს ერქვა ადამი. ღმერთმა შექმნა თავისი შემწე, მისი ცოლი ევა და დაასახლა ისინი სამოთხეში, ანუ მშვენიერ ბაღში, რომელშიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი ხე: სიცოცხლის ხე და სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხე. პირველის, ანუ სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამით ადამიანი მარადიულად იცოცხლებდა, ანუ არ მოკვდებოდა. მეორე ხესთან, ანუ სიკეთის და ბოროტების შეცნობასთან დაკავშირებით, ღმერთმა ადამს მცნება მისცა, არ ეჭამა ამ ხის ნაყოფი; რადგან „იმ დღეს, როცა შეჭამ,“ უთხრა ღმერთმა ადამს, „აუცილებლად მოკვდები“.